The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ რამიშვილი

მალხაზ რამიშვილი
დაბადების თარიღი:30 ოქტომბერი, 1969  (54 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, ეკონომისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1987 წელს.

1990-2002წწ. იყო საქართველოში პირველი ყოველდღიური გაზეთი "რეზონანსის" დამფუძნებელი; 1995-2002წწ. "რადიო 105"-ის, 1997-2002წწ. რადიო "რეზონანსის", 1998-2002წწ. კი "რადიო 101"-ის დამფუძნებელი; 2001 წელს დააარსა ყოველკვირეული გაზეთი "ახალი ვერსია", რომლის დამფუძნებელიც 2006 წლამდე იყო; 2002-2003წწ. უშვებდა ყოველდღიურ გაზეთს "ხვალინდელი დღე"; 2002 წლიდან, დღემდე არის "რამიშვილი და კომპანიის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. კომპანიას მნიშვნელოვანი წილი უკავია ქართულ საგამომცემლო ბაზარზე. 2007 წელს ის გამოსცემდა "ფლეიბოის" ქართულ ვერსიას, ამჟამად კი არის იტალიური კომპანია "პერიოდიჩის" კონტრაქტორი და საქართველოში ბეჭდავს ჟურნალს "ბრავაკაზა"; 2004-2006წწ. დააფუძნა და გამოსცემდა ყოველკვირეულ და ყოველთვიურ ჟურნალებს - "ულტრა", "VIP თბილისი" და "მამაკაცთა იმპერია"; 2006 წლიდან დღემდე შპს "დამოუკიდებელი ქართული პრესის" დამფუძნებელი. კომპანია თანამშრომლობს უცხოური ბრენდი ჟურნალების გამომცემლებთან საქართველოში, "კოსმოპოლიტენის" ჩათვლით. სხვადასხვა წლებში გავლილი აქვს პროფესიული კურსები ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, თურქეთსა და საფრანგეთში.   

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 279;

          http://www.aaf.ge/index.php?menu=2&jurn=18&rubr=5&mas=614


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნული თანხმობის ასოციაცია, მმართველი საბჭოს წევრი (1988-1990)
  • საქართველოს დამოუკიდებელი მედიისა და ბიზნესის ჯგუფი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი (2004-)
  • ქართველ გამომცემელთა ეროვნული ასოციაცია "თავისუფალი პრესა" , დამფუძნებელი და საბჭოს წევრი (2001-)

გააზიარე: