შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ გრძელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი ბარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს. 1960-1964წწ. იყო სკკპ ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1965-1976წწ. მეცნიერული კომუნიზმის კათედრის დოცენტი; 1997-1981წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1987-1991წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკკპ ისტორიული კათედრის გამგე; 1991-1998წწ. ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკურ პარტიათა ისტორიის კათედრის გამგე; იკვლევდა საქართველოს ისტორიის უახლეს საკითხებს; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.169 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |