შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუბაზ II![]()
ბიოგრაფიაეგრისის მეფე VI-საუკუნის 40-50წწ; ბიზანტიის ვასალი; იგი მოხერხებულად იყენებდა ბიზანტიისა და ირანის დაპირისპირებას და ცდილობდა დამოუკიდებლობა მოეპოვებინა; 541 წელს კავშირი შეკრა ირანის მეფე ხოსრო I–თან და ბიზანტიას აუჯანყდა; 548 წელს როდესაც ირანელთა ნამდვილი ზრახვები გამომჟღავნდა(გუბაზ II-ის მოკვლის განზრახვა, ეგრისელების აყრა თავიანთი მიწა–წყლიდან და იქ ირანელების ჩასახლება), განუდგა მათ და ისევ ბიზანტიელთა მხარეზე გადავიდა; 553 წელს ირანელებმა შეძლეს ბიზანტიისა და ეგრისის ჯარის დამარცხება, რაც გუბაზ II-მ ბიზანტიის სარდლების მარტინეს, ბესასა და რუსტიკეს უნიჭობასა და ანგარებას დააბრალა, ამის გამო ბიზანტიელმა სარდლებმა გუბაზ II მოკლეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.170
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |