შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამე რაიკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი 1972 წელს. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას: 1972-1978წწ. იყო კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ჯგუფის ხელმძღვანელი; 1978-1980წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამნაშავეობის სოციოლოგიური ლაბორატორიის სექტორის გამგე; 1980-1995წწ. ინფორმატიკის და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტის სექტორის გამგე, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. მიღებული აქვს სსრკ მინისტრთა საბჭოს პირველი პრემია (1983); არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მრავალკრიტერიალური სკალირება სისტემურ ანალიზში და ოპერაციათა კვლევაში", დაიცვა 1976 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 278; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.296 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |