The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



მამე რაიკი

მამე რაიკი
დაბადების თარიღი:3 მარტი, 1950  (67 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1978წწ. იყო კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ჯგუფის ხელმძღვანელი; 1978-1980წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამნაშავეობის სოციოლოგიური ლაბორატორიის სექტორის გამგე; 1980-1995წწ. ინფორმატიკის და ტელეკომუნიკაციის ინსტიტუტის სექტორის გამგე, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მრავალკრიტერიალური სკალირება სისტემურ ანალიზში და ოპერაციათა კვლევაში", დაიცვა 1976 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 278

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ვერცხლის მედალი
  • 1983 - სსრკ მინისტრთა საბჭოს პირველი პრემია

გააზიარე: