The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულიკო ჟღენტი

სულიკო ჟღენტი
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1925
გარდაცვ. თარიღი:3 თებერვალი, 2000  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთვრა კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი 1954 წელს.

16 წლის ასაკში შევიდა საავიაციო სასწავლებელში, მაგრამ ომის დაწყების გამო სასწავლებელი არ დაუმთავრებია, მოხალისედ წავიდა ფრონტზე. 1949 წელს შევიდა მოსკოვის სახელმწიფო კინომატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტზე და დაამთავრა 1954 წელს. 1947-1949წწ. იყო სოფელ მახინჯაურის საშუალო სკოლის პედაგოგი; 1954-1955წწ. თბილისის ქრონიკალური და სამეცნიერო ფილმების სტუდიის რედაქტორი; 1956 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას. ამ პერიოდში იბეჭდებოდა მისი მოთხრობები. 1962 წელს გამოიცა "ზღვისპირეთის საღამოები" და "კიდევაც დაიზრდებიან". 1994 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" რედაქტორია. არის 4 წიგნისა და ოცამდე ფილმის სცენარის ავტორი, მათ შორის: "ჭიაკოკონა" (1961), "ჯარისკაცის მამა" (1965), "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" (1968), "ღიმილის ბიჭები" (1969), "ნერგები" (1971), "ფესვები" (1988) და სხვ; შექმნილი აქვს ფილმოგრაფია დოკუმენტური ფილმებისათვის: "სეინერები გადიან ზღვაზე" (1959), "ადამიანი და ფოლადი" (1960), "ბაგრატიონები" (1997); დატოვა სცენარები მომავალი ფილმებისთვის: "შავი ელვა" (1988), "სიყვარულის კუნძული" (1984), "იბერიული ბალადა" (1992), "სტალინი" (1999), "იყავნ ნება შენი", "წინ დასასრულია" (2000). მისი გარდაცვალების შემდეგ ქ. თბილისში ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭა სულიკო ჟღენტის სახელი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 277; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.263; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.275; საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.174

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კინოსტუდია "ქართული ფილმის" მწერალთა კინოგაერთიანება, წევრი (1972-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1973 - საკავშირო კინოფესტივალის პრემია
  • 1972 - საკავშირო კინოფესტივალის პრემია
  • 1970 - საკავშირო კინოფესტივალის პრემია
  • 1967 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • ლენინური პრემია
  • საქართველოს კომკავშირის პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: