The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რეზო გაგუა

რეზო გაგუა
Legal name:რევაზ გაგუა
Date of birth:2 November, 1945
Date of death:24 April, 2017  (at 71 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს.

1969–1970წწ. იყო ფოთის საავადმყოფოს ქირურგი; 1970–1972წწ. მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972–1975წწ. მოსკოვის სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1975–1979წწ. თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში და თორაკალური ონკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 160–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 7 გამოგონება საავტორო უფლებებით, 14 რაციონალოზატორული წინადადება. 1989 წლიდან არის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ონკოლოგი. ექიმი ქირურგი–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რეთორაკოტომია ფილტვებისა და შუასაყრის ქირურგიაში", დაიცვა 1975 წელს; სადოქტორო დისერტაციია თემა - "ადგილობრივად გავრცელებული ფილტვის კიბო", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.53–54; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.344

Member of Organizations

  • მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, წევრი
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • ონკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო აკადემია, წევრი
  • ქირურგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • ქირურგთა საერთაშორისო კოლეჯი, წევრი

Awards and Honors

  • 2005 - ლუარსაბ შარაშიძის სახელობის პრემია
  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1982-1994 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "რეკონსტრუქციულ-აღდგენითი ოპერაციები ონკოლოგიაში"
  • 1993 - ამირან ჩაჩავას სახელობის პრემია
    რადიობიოლოგიის დარგში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისთვის
  • 1993 - ანდრო ღვამიჩავას სახელობის პრემია (1994, 1995)

Share: