The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი გამყრელიძე

დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1950  (74 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1974წწ. იყო ფსიქიატრიის კათედრის ორდინატორი; 1984 წლიდან ფსიქიატრიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, ნარკოლოგიური კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი; 1982–1984წწ. რესპ. ნარკოლოგიური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი; 1982–1986წწ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ნარკოლოგი; 1994 წლიდან თავდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტ–ფსიქიატრი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი ფსიქიატრ–ნარკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვინის ალკოჰოლური ფსიქოზების კლინიკური თავისებურებანი", დაიცვა 1984 წელს მოსკოვში.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.54

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამედიცინო–სოციალურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი

გააზიარე: