The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბელა ბერძენიშვილი

დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1929  (94 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს.

1958 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში.1966 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ძირითადი ნამუშევრებია: "ნატურმორტი"(1958), "თუშური ჩითები"(1959), "ნატურმორტი"(1962). მას ეკუთვნის ქართული ხალხური ზღაპრებისა და ხალხური პოეზიის ნიმუშების ილუსტრაციები: "მზეო, ამოდი, ამოდი"(1965), "ვინც საქმე გააკეთა, პურიც იმან ჭამოს!"(1972). გააფორმა იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება"(1975–1976). ავტორია დაზგური სურათებისა "ეთერის სიმღერა"(1957), "ძველ წყაროსთან"(1958), "სვანეთის პეიზაჟები"(1960–1963). კედლის მხატვრობის ნიმუშებიდან აღსანიშნავია სასტუმრო "ივერიის" დარბაზი(1967, თბილისი), ახალგაზრდული კაფეს ინტერიერი(1979, ჭიათურა).  ფერმწერი. გრაფიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.410

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: