შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ ბერძენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1927 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას; 1937 წელს თბილისის სანკულტურის თეატრში დაიდგა მისი პირველი პიესა "ოქროს ვერძი"; 30-იან წლებში იდგმებოდა გ. ბერძენიშვილის პიესები: "აჭარის მთებში", "სერგო", "ჩაძირული ოქრო", "ცეცხლი", "ჩვენი მიწა" და სხვ. 1941–1944წწ. იყო მოქმედი არმიის რიგებში; 1948 წლიდან თბილისის, გორის, ცხინვალის, ფოთის და სხვა თეატრების სცენაზე იდგმებოდა გ. ბერძენიშვილის პიესები: "არწივის ბუდე", "სიყვარულის ძალა", "მშვიდობის მტრედები"(1948), "ბედნიერებისაკენ"(1951), "ძველი ჭრილობა"(1952), "კოჭლი მეწისქვილე"(1956), "დაჭრილი არწივი" (1957). მას ეკუთვნის საბავშვო მოთხრობები "დიდი წიფლის საიდუმლო", "ეგნატეს ცრემლი", "მოწყვეტილი ვარსკვლავი" და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.410 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |