The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ბერძენიშვილი

დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1909
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 1962  (52 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

1927 წლიდან ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას; 1937 წელს თბილისის სანკულტურის თეატრში დაიდგა მისი პირველი  პიესა "ოქროს ვერძი"; 30-იან წლებში იდგმებოდა გ. ბერძენიშვილის პიესები: "აჭარის მთებში", "სერგო", "ჩაძირული ოქრო", "ცეცხლი", "ჩვენი მიწა" და სხვ. 1941–1944წწ. იყო მოქმედი არმიის რიგებში; 1948 წლიდან თბილისის, გორის, ცხინვალის, ფოთის და სხვა თეატრების სცენაზე იდგმებოდა გ. ბერძენიშვილის პიესები: "არწივის ბუდე", "სიყვარულის ძალა", "მშვიდობის მტრედები"(1948), "ბედნიერებისაკენ"(1951), "ძველი ჭრილობა"(1952), "კოჭლი მეწისქვილე"(1956), "დაჭრილი არწივი" (1957). მას ეკუთვნის საბავშვო მოთხრობები "დიდი წიფლის საიდუმლო", "ეგნატეს ცრემლი", "მოწყვეტილი ვარსკვლავი" და სხვ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.410

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • ლერწამი ქარში : პიესები (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1958. - 235გვ.
  • ქაღალდის კაცი : სატირა 2 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1957. - 27გვ.
  • ინანი : დრამა 4 მოქმ. 10 სურათად (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1955. - 90გვ.

გააზიარე: