შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელგუჯა ბერძენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1956 წელს. 1956 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; მუშაობდა დაზგურ და მონუმენტურ ფერწერაში, მხატვრულად აფორმებდა წიგნებს. მნიშვნელოვანი ნამუშევრებია: "დეკორატიული პანო" (1967, ბიჭვინთა), "ნავები" (1955, მხატვრის კუთვნილება), "მეუღლის პორტრეტი" (1956, მხატვრის კუთვნილება), "აბესალომ და ეთერი" (1968, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი). ილუსტრაციები კონსტანტინე გამსახურდიას რომანისათვის "დიდოსტატის მარჯვენა" (1972, მხატვრის კუთვნილება), აფიშა უილიამ შექსპირის პიესისათვის "რიჩარდ III" (1957, თანაავტორებთან ერთად). არის რამდენიმე წიგნის ავტორი. ფერმწერი, გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.410; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 2.-თბ., 1977.-გვ.335 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |