The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თემურ ჟღენტი

თემურ ჟღენტი
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1942
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2014  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთვრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.

1965-1973წწ. - კომკავშირული სამუშაო; 1974-1975წწ. - განათლების სამინისტროს სამმართველოს უფროსი; 1975-1976წწ. - ესთეტიკური აღზრდის სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის დირექტორი; 1977-1987წწ. - პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორი; 1988-1990წწ. - რუსთაველის თეატრის დირექტორი; 1991-1992წწ. - სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურის სახელმწიფო სასწავლებელის ხელმძღვანელი; 1992 წლიდან - მეგობართა ჯგუფთან ერთად ინიციატორი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისა. 2006 წლამდე - ამ უნივერსიტეტის არჩეული რექტორი. მისი ინიციატივით, საქართველოში პირველად შეიქმნა ქორეოგრაფიული და სალოტბარო სპეციალობების ფაკულტეტები, ქართული ფოლკლორის ლაბორატორია; დაარსდა ქართული ხალხური ცეკვის ცნობილი ანსამბლი "როკვა" და ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლი "ქალგულო". არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამშობლოს სიყვარულის აღზრდა იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიურ მემკვიდრეობაში", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შემოქმედებითი საქმიანობისადმი სტუდენტთა პროფესიული ინტერესის აღზრდის პედაგოგიური საფუძვლები (თბილისის კულტურის სახ. ინსტიტუტისა და კულტურის კოლეჯის მუშაობის მაგალითზე", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 276; ქართული პრესის ელექტრონული არქივი: nplg.gov.geსაქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.574; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.353

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-2014)
  • სპორტსაზოგადოება "შევარდენი"-ს რესპუბლიკური საბჭო, თავმჯდომარე (1987-1988)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1987 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: