შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ელდარ გუგავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცაგერი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1971 წელს. 1978-1985წწ. იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის ასისტენტი, შემდეგ დოცენტი; 1985-2006წწ. ამავე ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრის გამგე; 2006 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი და სრული პროფესორი; ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობას; მუშაობდა სასოფლო–სამეურნეო კულტურების მოყვანის უახლესი ტექნოლოგიების შემუშავებაზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების მიზნით; 2003 წლიდან მონაწილეობდა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, უმეტესად კოორდინატორად და ჯგუფის ხელმძღვანელად; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 სახელმძღვანელოსი და 4 მონოგრაფიის; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.172; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.221 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |