Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელდარ გუგავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ცაგერი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1971 წელს. 1978-1985წწ. იყო საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის ასისტენტი, შემდეგ დოცენტი; 1985-2006წწ. ამავე ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრის გამგე; 2006 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის უფროსი და სრული პროფესორი; ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობას; მუშაობდა სასოფლო–სამეურნეო კულტურების მოყვანის უახლესი ტექნოლოგიების შემუშავებაზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების მიზნით; 2003 წლიდან მონაწილეობდა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, უმეტესად კოორდინატორად და ჯგუფის ხელმძღვანელად; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 8 სახელმძღვანელოსი და 4 მონოგრაფიის; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.172; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.221 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |