The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე გუგუნავა

ივანე გუგუნავა
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1860
გარდაცვ. თარიღი:8 თებერვალი, 1919  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიტვინოვი, ტულის ოლქის ბელიოვის რაიონი(რუსეთი).

სწავლობდა მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში 1875-1880წწ.; პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში 1881-1886წწ.

1865-1872წწ. და 1897–1901წწ. ცხოვრობდა საქართველოში, 1881-1891წწ. პეტერბურგში, ხოლო 1872-1880წწ. და 1901 წლიდან სიკვდილის ბოლომდე მოსკოვში; 1876-1877წწ.–ით  თარიღდება მისი პირველი პეიზაჟები; დახატული აქვს საქართველოს ბუნების ამსახველი 100–ზე მეტი სურათი; ძირითადი ნამუშევრები: "შემოდგომის დილა"(1886), "ოკაზე"(1888), "წმიდა ეგორის დღეობა"(1890), "გურული ოდა"(1893, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "ჩონგურზე დამკვრელი ქართველი ქალი"(1893, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "სალომეს პორტრეტი"(1893, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), "პატარა სიმონ ჯახუტაშვილი"(1892-1893, ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი), "შემოღამება ბახვისწყალზე"(საქართველოს ხელოვნების მუზეუმი); ფერმწერი, პეიზაჟისტი, პორტრეტისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.172


გააზიარე: