The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გია ჟორჟოლიანი

გია ჟორჟოლიანი
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1976 წელს.

1977-2011წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში; 80-იანი წლების ბოლოდან აქტიურად ჩაერთო საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1992-95წწ. მისი ინიციატივითა და  ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა პარლამენტის კვლევითი სამსახური, რომელიც დღემდე მოქმედებს და ახორციელებს პარლამენტის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995 წელს დატოვა პოლიტიკა და დაუბრუნდა მეცნიერულ და საზოგადოებრივ მუშაობას; 2008 წელს მიიღო პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება და 2010 წლის ივნისში დააფუძნა პოლიტიკური ორგანიზაცია "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის"; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ირანის ქალაქები XI საუკუნეში", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 275; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.294

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია "საზოგადოების კვლევის ცენტრი", სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე (1996-)
  • ბიზნესისა და მეცნიერებნის განვითარების ხელშემწყობი კავშირი, წევრი (1995-)
  • პოლიტიკური ორგანიზაცია "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის", თავმჯდომარე (2010-)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2015-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, თავმჯდომარე (2015-2016)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2012-2015)
  • საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2012-2016)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2016-2018)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები", წევრი (2019-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები", წევრი (2019-2019)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები" , ფრაქციის თავმჯდომარე (2016-2019)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1993-1995)
  • სახალხო ფრონტი, წევრი (1989-)

ბიბლიოგრაფია

  • პოლიტიკური ინსტიტუტები : ანალიზი (ავტორი). - თბილისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006. - 42გვ.. - ISBN: 99940-872-8-2
  • დემოკრატიზაცია : საზოგადოებები გარდამავალ პერიოდებში: დემოკრატიზაცია თანამედროვე სამყაროში (თანაავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 2001. - 194გვ.. - ISBN: 99928-891-9-5

გააზიარე: