Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გია ჟორჟოლიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1976 წელს. 1977-2011წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში; 80-იანი წლების ბოლოდან აქტიურად ჩაერთო საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1992-95წწ. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა პარლამენტის კვლევითი სამსახური, რომელიც დღემდე მოქმედებს და ახორციელებს პარლამენტის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995 წელს დატოვა პოლიტიკა და დაუბრუნდა მეცნიერულ და საზოგადოებრივ მუშაობას; 2008 წელს მიიღო პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება და 2010 წლის ივნისში დააფუძნა პოლიტიკური ორგანიზაცია "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის"; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ირანის ქალაქები XI საუკუნეში", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 275; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.294 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |