შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ბერძენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1928 წელს დაიწყო ფეხბურთის თამაში; 1936-1946 წწ. თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი და თავდამსხმელი; იყო საქართველოსა და ამიერკავკასიის ნაკრები გუნდების შემადგენლობაში; ჩატარებული აქვს 13 საერთაშორისო მნიშვნელობის შეხვედრა. 1946 წელს დაასრულა საფეხბურთო კარიერა. 1948 წელს იყო თბილისის "დინამოს", შემდეგ თბილისის 35–ე საფეხბურთო სკოლის უფროსი მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1936), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1939), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1940). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.411 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |