The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაქსიმე ბერძნიშვილი

მაქსიმე ბერძნიშვილი
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1889
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 1967  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1910 წელს; 1912-1916წწ. სწავლობდა ვარშავის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე.

მუშაობდა მდივნის მოადგილედ ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობაში; 1918 წლიდან მასწავლებლობდა; 1921-1925წწ. მუშაობდა შრომის სახელმწიფო კომიტეტში, განსახკომში, თბილისის აღმასკომის სახალხო განათლების განყოფილებაში; შექმნა ქართული საადმინისტრაციო-საკანცელარიო ტერმინოლოგია; 1925-1932წწ. იყო საქართველოს წიგნის პალატის გამგე, შემდეგ გამგის მოადგილე. მისი ხელმძღვანელობით დაარსდა წიგნის პალატის ორგანოები: "ბიბლიოგრაფიის მოამბე", "წიგნის მატიანე", "გაზეთის მატიანე"; 1932-1934წწ. მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში სიტყვანის განყოფილების გამგედ; 1937 წელს მონაწილეობდა რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში; 1934-1954წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის, გორისა და ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტებში კითხულობდა ლექციების კურსს ძველი აღმოსავლეთისა და საბერძნეთ-რომის ისტორიაში; 1945 წლიდან მუშაობდა ივანე  ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. მისი გამოკვლევა "ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის"(1941, გამოქვეყნდა 1969) პირველი ქართული მონოგრაფიაა ანტიკური ხანის საქართველოს ქალაქების შესახებ. პარალელურად იკვლევდა XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის და საზოგადოებრივი აზრის ისტორიას. საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.412

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: