The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალმასხან გუგუშვილი

ალმასხან გუგუშვილი
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:10 დეკემბერი, 2003  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1960 წელს.

1960-1963 წწ. მუშაობდა თბილისის ხელსაწყომშენებლობის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში; 1967 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის (ამჟამად - მართვისა და ავტომატიზაციის) კათედრის დოცენტი; 1977-2003 წწ. ამავე კათედრის გამგე; 2001 წელს მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ჩატარდა სამუშაოები ხელოვნური კლიმატის მართვის სისტემების შესაქმნელად; მისი შრომები ეხება არაწრფივი სისტემების იდენთიფიკაციას, ოპტიმალური და ადაპტურიმართვის თეორიას, გამოსახულების ციფრული დამუშავებისა და კომპიუტერული გრაფიკის აქტუალურ საკითხებს, ენერგეტიკის თეორიის გამოყენებას მართვის თეორიაში; ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 4 მონოგრაფიისა და 8 სახელმძღვანელოსი; მიღებული აქვს 4 საავტორო მოწმობა; ინჟინერ–ელექტრიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1991).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.173; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.205; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინფორმაციის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1997 წელს გამოცემული უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოსათვის - "ოპტიმალური და ადაპტური სისტემები"
  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: