შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ჟორდანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფაკულტეტი 1955 წელს. 1955-1976წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ინჟინერ-მკვლევარი, მუშა, ოსტატი, ცვლის უფროსი, საამქროს უფროსი, ცენტრალური ლაბორატორიის უფროსი; 1976-1984წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის მეცნიერებისა და ტექნიკის განყოფილების უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე; 1977-1989წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; 1985-1996წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლითონთა წნევით დამუშავების კათედრის პროფესორი; 1989 წლიდან დღემდე საქართველოს მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტში ლითონების უწყვეტი ჩამოსხმის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დირექციის კონსულტანტი; 1990-1993წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების მინისტრი; 1996-2002წწ. საქართველოს ჰოლდინგური კომპანია "საქსამთომეტალურგის" პრეზიდენტი; 1997-2005წწ. რუსთავის მეტალურგიული კომბინატის გენერალური დირექტორი; 2000 წელს დაჯილდოვდა საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ოქროს მედლით; 2006 წლიდან იყო საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; 2015 წელს არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთავარ აკადემიკოს – მდივნად. 153 სამეცნიერო სტატიისა და 20 მონოგრაფიის ავტორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ახალი მეტალურგიული პროცესები", დაიცვა 1984 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 274; ecopolitics.ge; საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2018. 1 მაისი. N 88 (8489). გვ. 9: sakresp.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |