შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბესარიონი (კათოლიკოს–პატრიარქი)![]()
ბიოგრაფია1723 და 1725–1737წწ. იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი. 1680–1723წწ. იყო დავით-გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მღვდელი; როდესაც თბილისში ოსმალები შემოვიდნენ და კათოლიკოსი დომენტი ლორეს ციხეში გაიხიზნა, 1723 წელს იგი ქართლის გამგებელმა იესემ კათოლიკოსად დასვა. ოსმალებმა მალე დააბრუნეს დომენტი, მაგრამ ის ოსმალეთში გაემგზავრა და კათოლიკოსად ისევ ბესარიონი დადგა. იგი ეძებდა ოსმალთა უღლისაგან საქართველოს გათავისუფლების გზას, სთხოვდა ასტრახანში მყოფ ვახტანგ VI-ს საქართველოში ჩამოსულიყო და სათავეში ჩასდგომოდა ქვეყანას. ბესარიონი გარეჯის ლიტერატურული სკოლის ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე იყო. მას მიეწერება ქართული "ჰაგიოგრაფიული კრებული"-ს II რედაქცია. დომენტი კათოლიკოსის ინიციატივით შედგენილი ადრინდელი კრებული ბესარიონმა შეავსო ახალი თხზულებებით (რაჟდენ პირველმოწამის, ლუარსაბ მეფის, ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ერისთავების ცხოვრებანი). ბესარიონს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ლიტურგიკული და პოლემიკური მწერლობის განვითარებაშიც. სლავურ-რუსულ პროლოგ-სვინაქსარების მიხედვით მან შეადგინა "სადღესასწაულო"-ს ახალი რედაქცია. საქართველოში მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად კათოლიკობისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ დაწერა პოლემიკურ-დოგმატიკური თხზულება "გრდემლი". სასულიერო მწერალი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.413
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |