The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონი (კათოლიკოს–პატრიარქი)

ოფიციალური სახელი:ბესარიონ ერისთავი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:15 ნოემბერი, 1773
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

1742–1769წწ. იყო დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი; 1769–1773წწ. ოდიშის სამთავროს კათოლიკოს-პატრიარქი,  შოშიტა III რაჭის ერისთავის ძე. მეფისადმი მტრულად განწყობილი სათავადო სახლის წევრი. თავდაპირველად იგი მეფის მიმართ ლოიალობას იჩენდა, შემდეგ ფარულად დაუკავშირდა თავის ძმას, როსტომ რაჭის ერისთავს და დისწულს, ოდიშის მთავარს კაცია დადიანს და მათთან ერთად გაილაშქრა სოლომონ I–ის პოლიტიკის წინააღმდეგ. 1768 წელს ბესარიონი ახალციხის ფაშას ეწვია და სოლომონის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. ფაშამ დააპატიმრა იგი, მაგრამ ბესარიონი პატიმრობიდან გამოიქცა. მეფესთან კონფლიქტის გამო მალე გადააყენეს. კაცია დადიანმა კი ოდიშის კათოლიკოსად დასვა და სამთავროში შემავალი საეპისკოპოსოები დაუქვემდებარა. დასავლეთ საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი იოსები არ ცნობდა ბესარიონის არალეგიტიმურ საეკლესიო უფლებებს ოდიშის ეკლესია-მონასტრებსა და საეკლესიო მამულებზე, რის გამო მათ მუდმივი დავა ჰქონდათ. ახალგაზრდობაში ბესარიონზე დიდი გავლენა მოუხდენია სულხან–საბა ორბელიანს. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსობის პერიოდში ბესარიონი დაუახლოვდა და მფარველობდა კაპუცინელ მისიონერებს. 1750 წელს მან მიიღო კათოლიკობა, რაზეც ისტორიული მასალა მოიპოვება კაპუცინელთა არქივში. მისიონერები ბესარიონის გაკათოლიკებას უშუალოდ სულხან-საბა ორბელიანს მიაწერენ.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.414


გააზიარე: