The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ჟვანია

ნოდარ ჟვანია
დაბადების თარიღი:26 მარტი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს.

1964-1966წწ. მუშაობდა სახელმწიფო კამერულ ორკესტრში; 1966 წლიდან სულხან ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტის წევრია; 1991-1993წწ. იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონოსა და ალტის კეთედრის გამგე; წლების მანძილზე მოღვაწეობდა გერმანიის ქ. ინგოლშტატის ქართულ კამერულ ორკესტრში. როგორც სოლისტი, გამოდის კამერულ ორკესტრებთან ერთად, ამასთანავე ეწევა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. თბილისის მუსიკალური ათწლედის დირექტორი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, ალტისტი. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 273; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.229

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს სახალხო არტისტი
  • ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, საკონცერტო მოღვაწეობისა და საკვარტეტო ხელოვნებაში განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისათვის
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საკონცერტო მოღვაწეობისა და საკვარტეტო ხელოვნებაში განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებისათვის
  • ლეო ვაინერის სახელობის საერთაშორისო კონკურსი (ბუდაპეშტი)

გააზიარე: