შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ჟვანია
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით ადამიანის და ცხოველთა ფიზიოლოგია1985 წელს. 1985-1992წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, ცნობილი მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზეც შეიქმნა "საქართველოს მწვანეები"(1988); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მწვანეთა პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტ-საბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი, ძლიერი და გავლენიანი სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მასმედიის ჩამოყალიბებაში; 2003-2004წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 2004-2005წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 273; საქართველოს მთავრობის ვებგვერდი: gov.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.293; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |