The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანდრია გუგუშვილი

ანდრია გუგუშვილი
დაბადების თარიღი:1895
გარდაცვ. თარიღი:1970  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: ვ. ალენის საგვარეულო აკლდამა, ინგლისი
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში 1913-1914წწ.; დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი 1919 წელს.

იყო ლონდონის უნივერსიტეტის ლექტორი; 1919-1921წწ. ლონდონის ქართული საპროპაგანდო ბიუროს ხელმძღვანელი; 1918-1921წწ. პარალელურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი; საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ლონდონში საქართველოს საელჩოს გაუქმების შემდეგ, ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით შეიქმნა ქართული ბიურო, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა; II მსოფლიო ომის წლებში ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით გაიგზავნა პარიზში, სადაც მოლაპარაკებები გამართა ქართველ, აზერბაიჯანელ და ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკურ ემიგრანტულ წრეებთან; თანამშრომლობდა როგორც ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციის პერიოდულ გამოცემებთან, ისე ინგლისურენოვან პრესასთან, ენციკლოპედია "ბრიტანიკასთან" და ბრიტანულ ეროვნულ მუზეუმთან; იყო ინგლისურენოვანი ჟურნალის "Georgica"-ს ერთ–ერთი დამაარსებელი და პ/მგ მდივანი; აქტიურად მოღვაწეობდა ქართველოლოგიის, საქართველოს ისტორიის დარგში; არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის საკითხებზე; მისი მონაწილეობითა და კონსულტაციით ინგლისურად ითარგმნა ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, მათ შორის: "ომანიანი", "ამირანდარეჯანიანი", "ბალავარიანი", "ვეფხისტყაოსანი"; ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი, დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.173

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკი, წევრი
  • დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფო სააზიო საზოგადოება, ნამდვილი წევრი
  • კავკასიური დამოუკიდებლობის კომიტეტი, წევრი

გააზიარე: