Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანდრია გუგუშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სწავლობდა ბერლინის უნივერსიტეტში 1913-1914წწ.; დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი 1919 წელს. იყო ლონდონის უნივერსიტეტის ლექტორი; 1919-1921წწ. ლონდონის ქართული საპროპაგანდო ბიუროს ხელმძღვანელი; 1918-1921წწ. პარალელურად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი; საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ლონდონში საქართველოს საელჩოს გაუქმების შემდეგ, ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით შეიქმნა ქართული ბიურო, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა; II მსოფლიო ომის წლებში ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალებით გაიგზავნა პარიზში, სადაც მოლაპარაკებები გამართა ქართველ, აზერბაიჯანელ და ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკურ ემიგრანტულ წრეებთან; თანამშრომლობდა როგორც ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციის პერიოდულ გამოცემებთან, ისე ინგლისურენოვან პრესასთან, ენციკლოპედია "ბრიტანიკასთან" და ბრიტანულ ეროვნულ მუზეუმთან; იყო ინგლისურენოვანი ჟურნალის "Georgica"-ს ერთ–ერთი დამაარსებელი და პ/მგ მდივანი; აქტიურად მოღვაწეობდა ქართველოლოგიის, საქართველოს ისტორიის დარგში; არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა საქართველოს ისტორიისა და ქართული ლიტერატურის საკითხებზე; მისი მონაწილეობითა და კონსულტაციით ინგლისურად ითარგმნა ძველი ქართული მწერლობის ძეგლები, მათ შორის: "ომანიანი", "ამირანდარეჯანიანი", "ბალავარიანი", "ვეფხისტყაოსანი"; ქართველი ისტორიკოსი, პუბლიცისტი, დიპლომატი, საზოგადო მოღვაწე, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.173 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |