The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ გუგუშვილი

ბესარიონ გუგუშვილი
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1945  (78 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1962-1963წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით; 1963-1967წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის, თურქეთის ისტორიის სპეციალობით; 1967-1970წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე სპეციალობით - საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფია; 1967-1970წწ. თბილისის უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით; 1971 წელს დაიცვა დისერტაცია მრეწველობის პრობლემებზე მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

1971-1973წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასისტენტად; 1973 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრში, ჯერ ეკონომიკის განყოფილების გამგედ, შემდეგ ამ ცენტრის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში; 1990-1991წწ. საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ, სახელმწიფო კინოკორპორაციის პრეზიდენტად; 1991 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრად; კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო მეურნეობის დაგეგმვის, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკის, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის დისციპლინებში; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები ეკონომიკისა და ინფორმატიკის დარგებში, არის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში საქართველოს ავტომატიზებული სისტემის მთავარი კონსტრუქტორი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერიზაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 1994 წლიდან იმყოფება ემიგრაციაშია. ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.174; ბ. პ. გუგუშვილის საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შესახებ : საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება  / საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო // რესპუბლიკა. - თბილისი, 1991. - 27 აგვისტო.-გვ.1

ბიბლიოგრაფია

  • მკვლელობის დაკვეთა : საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქ. პარლამენტის დროებითი კომისიის დოკუმენტების კრიტიკა და მხილება (ავტორი). - თბილისი, შპს "გამომცემლობა გრიფონის" სტ., 2012. - 320 გვ.. - ISBN: 978-9941-0-5050-3

გააზიარე: