შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუგული გუგუშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს. 1945 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის კათედრაზე; 1946–1998წწ. ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროსი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; 1999 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ტრანსმისიულ სნეულებათა ეპიდემიოლოგიისა და სამედიცინო ენტომოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; 1950 წლიდან პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია – "ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანების ეკოლოგიური თავისებურებები მალარიის განახლების პერიოდში"(2006); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ენტომოლოგი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1996). წყარო: საქართველო : ენციკლოპედია : ტ.2.-თბ.,2012.-გვ.174 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |