The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოგა პიპინაშვილი

გოგა პიპინაშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი პიპინაშვილი
დაბადების თარიღი:28 აგვისტო, 1958  (65 წლის)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1980 წელს.

1982 წლიდან არის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. 1996 წლიდან სათავეში უდგას ხელოვნების საყმაწვილო ცენტრს "ართ ჰოლს", რომლის დამფუძნებელიც თავადაა. მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში: "გარიგება", "მიზერერე", "დონ ჟუანის დაბადება"; სპექტაკლებში: "ჩვენი პატარა ქალაქი", "ბაკულას ღორები","ამფიტრიონი", "ზაფხულის ღამის სიზმარი" და სხვ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 271

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემია
  • 1995 - პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის

გააზიარე: