შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ პატეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკის ინსტიტუტის ზოგადი ეკონომიკის ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1963წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განყოფილების ინჟინერი, საამქროს ინჟინერ-ნორმადარი, შრომის ორგანიზაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; 1963-1970წწ. სახალხო კონტროლის კომიტეტის განყოფილების ინსპექტორი; 1970-1971წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე, მთავარი ეკონომისტი; 1971-1973წწ.რუსთავის ქალაქკომის მდივანი; 1973 წელს საქართველოს კომპარტიის ცკ-ს ინსპექტორი; 1973-1977წწ. სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის II მდივანი; 1977-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკური ბანკის თავმჯდომარე; 1992-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარე; 1994 წლიდან ს/ს "საქართველოს ბანკის" პრეზიდენტი. ავტორია 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შავი მეტალურგიის ძირითადი ფონდების გამოყენების გაუმჯობესების ეკონომიკური ეფექტიანობა", დაიცვა 1969 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 271; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.100; მოხეული თავფურცელი : ვლადიმერ პატეიშვილის ცხოვრების ქრონიკა / ნინო ხარაზიშვილი.-თბ.,2019.-გვ.230 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |