The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ პატეიშვილი

ვლადიმერ პატეიშვილი
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ძიმითი, ოზურგეთის რაიონი. 

დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკის ინსტიტუტის ზოგადი ეკონომიკის ფაკულტეტი 1957 წელს.

1957-1963წწ. იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განყოფილების ინჟინერი, საამქროს ინჟინერ-ნორმადარი, შრომის ორგანიზაციის განყოფილების უფროსის მოადგილე; 1963-1970წწ. სახალხო კონტროლის კომიტეტის განყოფილების ინსპექტორი; 1970-1971წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე, მთავარი ეკონომისტი; 1971-1973წწ.რუსთავის ქალაქკომის მდივანი; 1973 წელს საქართველოს კომპარტიის ცკ-ს ინსპექტორი; 1973-1977წწ. სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტის II მდივანი; 1977-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკური ბანკის თავმჯდომარე; 1992-1994წწ. საქართველოს სახელმწიფო შემნახველი ბანკის გამგეობის თავმჯდომარე; 1994 წლიდან ს/ს "საქართველოს ბანკის" პრეზიდენტი. ავტორია 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შავი მეტალურგიის ძირითადი ფონდების გამოყენების გაუმჯობესების ეკონომიკური ეფექტიანობა", დაიცვა 1969 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 271; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.100

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ეკონომიკაში, საბანკო და საფინანსო სისტემის რეფორმის განხორციელებაში შეტანილი პირადი წვლილის, სახელმწიფო და საბანკო ორგანოებში ნაყოფიერი მუშაობისათვის
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი

გააზიარე: