შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა პაპუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1986 წელს. 1981-1982წწ. რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, სცენის მემონტირე; 1982 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო აკადემიური თეატრი - ელექტრო გამნათებელი, კინოსტუდია "ქართული ფილმი", თეატრ-სტუდიის სცენის მემონტაჟე; 1986 წლიდან რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. აღსანიშნავი როლებია: კირილე მიმინოშვილი ("სამანიშვილის დედინაცვალი"), კლავდიუსი ("ჰამლეტი"), სეხიზმუნდო ("ცხოვრება სიზმარია"), მასხარა ("მეფე ლირი"), იანგ ზუნი ("სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), მაკბეტი ("მაკბეტი"), მინდია ("ლამარა"), ბაჩა ("მერე რა რომ სველია სველი იასამანი"), პანტალონე ("ქალი გველი"), ჰამლეტი ("ჰამლეტი"), მალვოლიო ("როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე"), ესტრაგონი ("გოდოს მოლოდინში"), დარისპანი ("დარისპანის გასაჭირი"), სევდიანი უცნობი ("ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი"). დადგმული აქვს სპექტაკლები ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობისა და შოთა რუსთაველის სახელობის დარამატულ თეატრებში; მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მიღებული აქვს თეატრალური საზოგადოების ჯილდო "ოქროს ნიღაბი"; 2012-2016წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან; 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი თბილისის №15 საარჩევნო ოლქიდან. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 270; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 287 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |