The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სულხან პაპაშვილი

სულხან პაპაშვილი
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1966  (59 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუა, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1988 წელს.

1988-1990წწ. მუშაობდა თბილისის გარნიზონის სამხედრო პროკურატურაში; 1990-1993წწ. ნაძალადევის რაიონის პროკურატურის გამომძიებელი; 1993-1995წწ. პროკურორის თანაშემწე; 1995 წელს სახელმწიფოს მეთაურის აპარატის თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების სამსახურის სახელმწიფო მრჩეველი; 1996-1997წწ. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; 1997-1998წწ. უფროსი; 1998-2003წწ. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. დაჯილდოებულია 1 ორდენით და 2 მედლით, გენერალ-ლეიტენანტი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 270


გააზიარე: