შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან პაატაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი 1954 წელს. 1978 წლიდან იყო მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის პედაგოგი; 1981-1988წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1994 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" ოპერატორი, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის პროფესორი. დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა: "სხვისი შვილები"(1958), "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" (1959), "თოჯინები იცინიან" (1961), "ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი" (1983), "კედელი" (1991) და სხვ. 1986 წელს მირებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 269; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; რადიო თავისუფლება: (3) რადიო თავისუფლება — публикации | Facebook ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |