The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან პაატაშვილი

ლევან პაატაშვილი
დაბადების თარიღი:12 მარტი, 1926
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 2023  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:არტისტი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსაოპერატორო ფაკულტეტი 1954 წელს.

1978 წლიდან იყო მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის პედაგოგი; 1981-1988წწ. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1994 წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" ოპერატორი, კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის პროფესორი. დამდგმელი ოპერატორია ფილმებისა: "სხვისი შვილები"(1958), "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" (1959), "თოჯინები იცინიან" (1961), "ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი" (1983), "კედელი" (1991) და სხვ. 1986 წელს მირებული აქვს საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 269; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; რადიო თავისუფლება: (3) რადიო თავისუფლება — публикации | Facebook

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1979 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: