შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო გაფრინდაშვილი–კანდელაკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1981 წელს. 1981 წელს მუშაობდა ბავშვთა N 13 პოლიკლინიკაში; 1982 წელს ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში; 1983–1984წწ. იყო პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ალერგიულ დაავადებებს. 1997 წელს მონაწილეობდა ავსტრიის ქ. ზალცბურგში სამედიცინო სემინარის მუშაობაში. ექიმი–პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროციტების მორფო–ფუნქციური თავისებურებანი ბრონქული ასთმის დროს ბავშვებში", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.56 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |