The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გაჩეჩილაძე

დაბადების თარიღი:14 მაისი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა სარატოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1976 წელს.

1976–1980წწ. იყო უვაროვის უბნის ექიმ–თერაპევტი, ქიმიური ქარხნის მედ. სან. ნაწილის ექიმი; 1980–1981წწ. სოფელ დილიკაურის (ზესტაფონის რაიონში) ამბულატორიის გამგე; 1981–1982წწ. ზესტაფონის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს სისხლის გადასხმის განყოფილების გამგე; 1982–1983წწ. თბილისის N1 მედ. სან. ნაწილის ექიმი–თერაპევტი; 1983–1985წწ. რესპუბლიკური რევმატოლოგიური ცენტრის კლინიკური ორდინატორი; 1985–1987წწ. ართროლოგიური განყოფილების რევმატოლოგიური ცენტრის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; აკად. ვ. წითლანაძის სახელობის საქართველოს სამეცნიერო-პრაქტიკული რევმატოლოგიური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–რევმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათქა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისტემური სკლეროდერმიის ზოგიერთი ასპექტი საქართველოს რესპუბლიკაში".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.56

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: