შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლედი გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანჰიგიენური ფაკულტეტი 1957 წელს. 1958–1960წწ. მუშაობდა ტუპერკულიოზის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტიში; 1960–1968წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში; 1968–1996წწ. სამედიცინო უნივერსიტეტის, რეანიმატოლოგიისა და ანესთეზიოლოგიის კათედრასთან არსებულ საპრობლემო ლაბორატორიაში; 1996 წლიდან აკადემიკოს ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში. ავტორია 91 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი–პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სარძევე ჯირკვლებისა და საკვერცხეების სტრუქტურულ და ზოგიერთ ჰისტოქიმიურ თავისებურებათა შესწავლისათვის კიბოს მაღალი "ა" ხაზის დაუწყვილებელ თაგვებშიუ სინესტროლის ზემოქმედების პერიოდში", დაიცვა 1965 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.57 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |