The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ გუგუშვილი

თეიმურაზ გუგუშვილი
დაბადების თარიღი:7 მარტი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1973 წელს; ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1976 წელს.

1977 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია; 2007 წლიდან თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და ვოკალური ფაკულტეტის დეკანი; პარტიები: აბესალომი (ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი"), მალხაზი (ზ. ფალიაშვილის "დაისი"), კოტე (ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე"), ფაუსტი (შ. გუნოს "ფაუსტი"), კავარადოსი (ჯ. პუჩინის "ტოსკა"), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"); მომღერალი (ტენორი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.175; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.323

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და ორგანიზაციული მოღვაწეობისათვის
  • 1998 - ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის პრემია
  • 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1989 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: