The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ გუგუშვილი

ნოდარ გუგუშვილი
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:25 ოქტომბერი, 1996  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეწერი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1950 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა გაზეთ "ლელოში"; 1976-1980წწ. იყო საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის სპორტული კომენტატორი; 1984 წლიდან ჟურნალ "მართვეს" რედაქტორი; აშუქებდა სპორტის ისტორიის, ოლიმპიური მოძრაობის, კალათბურთის, ჭიდაობისა და ალპინიზმის საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; სპორტული ჟურნალისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.175; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.389

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სპორტის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე (1983-1996)
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სპორტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1966-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ჟურნალისტთა თაობების აღზრდაში დიდი დამსახურებისათვის
  • 1993 - მ. კაკაბაძის სახელობის პრემია
  • 1976 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

გააზიარე: