The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ოსაძე

მიხეილ ოსაძე
დაბადების თარიღი:23 მარტი, 1943
გარდაცვ. თარიღი:4 დეკემბერი, 2010  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სატივე, ხაშურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი სპეციალობით რკინიგზის ტრანსპორტის ელექტროფიკაცია 1967 წელს.

1960-1962წწ. რკინიგზის ტექნიკუმის სტუდენტი; 1968-1969წწ. ტრანსპორტის პროექტირების კავკასიის სახელმწიფო ინსტიტუტის ინჟინერი; 1969-1992წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1992-1993წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, დამოუკიდებელი დეპუტატი №35 ხაშურის საარჩევნო ოლქიდან; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. პოლიციის გენერალ-მაიორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საერთაშორისო კონფლიქტებში ძალის არ გამოყენების მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური სამართლებრივი საფუძვლები", დაიცვა 1996 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 266; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.283

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის სამართალდამცავი ორგანოების ზოგიერთი თანამდებობის პირის ანტიკონსტიტუციურ ქმედობათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, კომისიის თავმჯდომარე (1997-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ცალკეული თანამდებობის პირების ქმედებათა კანონირების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, კომისიის თავმჯდომარე (2000-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: