The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ გუგუშვილი

ჯემალ გუგუშვილი
ოფიციალური სახელი:ელგუჯა გუგუშვილი
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1945  (80 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტი 1971 წელს.

1989- 1974წწ. იყო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის მეცხენეობა-მებოცვრეობის განყოფილების უმცროსი თანამშრომელი; 1974-1987წწ. - საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტის მეცხენეობა-მებოცვრეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, შემდეგ ამავე ინსტიტუტის მეცხოველეობის კათედრის გამგე; 1994-1996წწ. - საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთში; 1997-1996წწ. - თურქმენეთის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის სპორტის უმაღლესი მიღწევის კათედრის პროფესორი; 1998-2005წწ. - ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემიის რექტორი; 2006-2005 - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 2006-2007წწ. - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის რექტორი; 2007-2011წწ. - ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული ცენტრის "სპორტის აკადემიის" დირექტორი; 2015 წლიდან - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და  აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს მდივანი; 1999-2004წწ. - სამეცნიერო ჟურნალების "ინტელექტი"-ს და "მაცნე"-ს სარედაქციო კომისიის წევრი; 1998-2005წწ. - სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე; 2000-2006წწ. - საქართველოს აგრარული პოლიტიკის ეროვნული საბჭოს წევრი. იკვლევს მებოცვრეობის განვითარების პრობლემებს; მისი ხელმძღვანელობით გამოყვანილია ბოცვრის ახალი სახორცე–საქურქე ჯიში; ავტორია 210 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 2 მონოგრაფიისა და 3 სახელმძღვანელოსი; ასევე 2 გამოგონების და 2 პატენტის; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1994).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.176

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • განათლების სისტემის წარმომადგენელთა ასოციაცია, პრეზიდენტი (1997-2005)
  • ნიუ-ორკის აკადემია, წევრი (2001-)
  • საქართველოს ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2013-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კოპესპონდენტი (2003-)
  • სომხეთის სასოფლო–სამეურნეო აკადემია, საპატიო პროფესორი (2000-)
  • სომხეთის სასოფლო–სამეურნეო აკადემია, საპატიო პროფესორი (2000-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - საპატიო სიგელი
    აგრარული მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
  • 2004 - ოქროს მედალი ,"აგრარულ სფეროში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის სომხეთის აგრარულ უნივერსიტეტში"
  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 2002 - სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • 2001 - კემბრიჯის უნივერსიტეტის ჯილდო "21-ე საუკუნის მკვლევარი ზოოვეტერინარული მეცნიერების დარგში"
  • 2000 - გარდაბნის საპატიო მოქალაქე
  • 1997 - საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: