შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლია ორკოდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1984 წელს. 1986-1987 წწ. იყო უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების სხდომის მდივანი; 1987-1990 წწ. გამოთვლითი და საორგანიზაციო ტექნიკის განყოფილების კონსულტანტი, კოდიფიკაციის სამსახურის ხელმძღვანელი; 1990 წელს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების უფროსი კონსულტანტი, სამართლის სექტორის გამგე; 1991-1998 წწ. უზენაესი სასამართლოს პლენუმებისა და პრეზიდიუმის სამდივნოს უფროსი, მთავარი კონსულტანტი; 1998-2005 წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2009წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2009-2012 წწ. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2012 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 266; საქართველოს იუსტიციის ულაღლესი საბჭოს ვებგვერდი: hcoj.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |