The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია ორკოდაშვილი

ლია ორკოდაშვილი
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1984 წელს.

1986-1987 წწ. იყო უზენაესი სასამართლოს საერთო განყოფილების სხდომის მდივანი; 1987-1990 წწ. გამოთვლითი და საორგანიზაციო ტექნიკის განყოფილების კონსულტანტი, კოდიფიკაციის სამსახურის ხელმძღვანელი; 1990 წელს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების უფროსი კონსულტანტი, სამართლის სექტორის გამგე; 1991-1998 წწ. უზენაესი სასამართლოს პლენუმებისა და პრეზიდიუმის სამდივნოს უფროსი, მთავარი კონსულტანტი; 1998-2005 წწ. თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2009წწ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2009-2012 წწ. სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოში; 2012 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 266; საქართველოს იუსტიციის ულაღლესი საბჭოს ვებგვერდი: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს უზენაესი სასამართლო, სადისციპლინო კომისიის წევრი (1998-)

გააზიარე: