The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტოგო გუდავა

ტოგო გუდავა
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 1976  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1945 წელს.

ეწეოდა სამეცნიერო–პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; წლების მანძილზე თანმშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის რედაქციაში; მისი გამოკვლევათა უმრავლესობა ეძღვნება დაღესტნის ენათა როგორც აღწერით, ისე შედარებით-ისტორიულ შესწავლას; მასვე ეკუთვნის დაღესტნის რიგი უმწერლობო ენის პირველი მეცნიერული აღწერა(ბაგვალური, ბოთლიხური, ღოდობერიული, ტინდიური); მისი ინტერესების სფეროში შემოდიოდა, აგრეთვე, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ურთიერთობის საკითხები; უკანასკნელ წლებში იგი ნაყოფიერად მუშაობდა ქართველური ენების ისტორიული ფონეტიკისა და მორფოლოგიის პრობლემებზე, რასაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაშრომი მიუძღვნა; ავტორია 60-მდე ნაბეჭდი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა – "ხუნძურ და ანდიურ ენათა ზმნური ფუძეების შედარებითი ანალიზი" (1959), "ბოთლხური ენა" (1963), "ანდიურ ენათა კონსონანტიზმი" (1964), "ბაგვალური ენა" (1971); ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1966).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.176; ice.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • დაღესტნის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელი, დაღესტან-საქართველოს სამეცნიერო და კულტურული კონტაქტების განმტკიცების საქმისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: