შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკო ორველაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1985 წელს; 1988 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1988-1990წწ. იყო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1991წწ. ბუნების დაცვის საზოგადოების რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის თანამშრომელი; 1990-1992წწ. ჟურნალ "ეკონომიკის" საერთო ეკონომიკური განყოფილების რედაქტორი; 1991-1992წწ. ეკონომიკის სამინისტროს განყოფილების უფროსი; 1992-1993წწ. პარლამენტის ექსპერტი; 1993 წელს მინისტრთა კაბინეტთან არსებული ეკონომიკური რეფორმის შტაბის პასუხისმგებელი მდივანი; 1994-1998წწ. საქართველოს ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის საბჭოს თავმჯდომარე; 1995 წლიდან ეკონომიკური ცოდნის გავრცელების ფონდის "junior Achievment - Georgia" პრეზიდენტი; 1999 წლიდან ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, სტატიები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ.265 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |