The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ორველაშვილი

ნიკო ორველაშვილი
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1963
გარდაცვ. თარიღი:15 იანვარი, 2010  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გურჯაანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1985 წელს; 1988 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1988-1990წწ. იყო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-1991წწ. ბუნების დაცვის საზოგადოების რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის თანამშრომელი; 1990-1992წწ. ჟურნალ "ეკონომიკის" საერთო ეკონომიკური განყოფილების რედაქტორი; 1991-1992წწ. ეკონომიკის სამინისტროს განყოფილების უფროსი; 1992-1993წწ. პარლამენტის ექსპერტი; 1993 წელს მინისტრთა კაბინეტთან არსებული ეკონომიკური რეფორმის შტაბის პასუხისმგებელი მდივანი; 1994-1998წწ. საქართველოს ეკონომიკური რეფორმებისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის საბჭოს თავმჯდომარე; 1995 წლიდან ეკონომიკური ცოდნის გავრცელების ფონდის "junior Achievment - Georgia" პრეზიდენტი; 1999 წლიდან ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტის პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, სტატიები.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.265 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური პარტია "ეროვნული ფორუმი", ლიდერი და პოლიტიკური საბჭოს წევრი

გააზიარე: