შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქრო გუდავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ჩოხატაურის რაიონი, სოფელი ზენობანი. სწავლობდა საქართველოს სახკინმრეწვის კინომსახიობთა სკოლაში 1929-1930წწ. 1930 წლიდან მუშაობდა სახკინმრეწვში რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად იმუშავა ფილმებზე: "გაზაფხული საკენში" (1950), "მწვერვალთა დამპყრობნი" (1951), "ბაში–აჩუკი"(1956), "ხევისბერი გოჩა" (1964), "კაპიტნები" (1974); გადაღებული აქვს საბავშვო ფილმები: "მანანა" (1958) და "პაპა გიგია" (1960); ასევე დოკუმენტური ფილმი – "პამირის მწვერვალთა დამპყრობნი" (1955), რომელმაც 1956 წელს მონტევიდეოში დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმების II საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი დაიმსახურა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.177; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |